მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში

ნუგზარ სუარიძე, თემურ თორდინავა

დემოკრატია, როგორც მისი თეორიული მნიშვნელობით, ისევე პრაქტიკული თვალსაზრისით გულისხმობს მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას მართვის პროცესში. მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს თვითმმართველობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის ერთერთი აუცილებელი კომპონენტი და მისი შეფასების მთავარი ინდიკატორია.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაშუქებისას მნიშვნელოვანია ჟურნალისტი თემას მოქალაქეობრივი პოზიციიდან მიუდგეს და განმარტებისას ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ იმაზე, რომ მოქალაქეთა ჩართულობა არ ყოფილა ან დაბალი იყო კონკრეტული თვითმმართველობის რომელიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობას თუ რა მექანიზმები არსებობს მუნიციპალიტეტის ერთეულებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის და მნიშვნელობის უზრუნველსაყოფად.

მაგალითისთვის ავიღოთ ერთ ერთი სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სოფლის დახმარების პროგრამით, ერთ-ერთ დასახლებაში გარკვეული საჯარო შენობის გარემონტებას. მოსახლეობის ინტერვიუებიდან ირკვეოდა, რომ მათთვის ეს საკითხი უცნობია და პრიორიტეტული არ იყო რადგანაც სხვა პრობლემა აწუხებთ.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ინტერვიუდან ირწმუნებოდა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ თავად განსაზღვრა რაში დახარჯულიყო თანხა და ეს ოფიციალურად დადგენილიცაა. სიუჟეტში სხვა საკითხები გაშლილი აღარაა. ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა არა თუ მიაწოდა ინფორმაცია მოქალაქეებს, როგორ უნდა იყვნენ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არამედ ისიც კი ვერ გვაჩვენა თუ როგორ მიიღო გადაწყვეტილება ორგანომ. საინტერესოდ რჩება შემდეგი საკითხები: რამდენი ადამიანი ცხოვრობს კონკრეტულ ადგილზე; კრების ოქმში რამდენი ადამიანის სურვილია დაფიქსირებული; ვინც ესწრებოდა კრებას რა ფორმით შეიტყვეს მის შესახებ და რატომ არ ჰქონდათ დანარჩენებს ინფორმაცია…

იშვიათია ან საერთოდ არ არსებობს მოქალაქეთა ჩართულობით ვთქვათ პეტიციის წესით (რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 %) კონკრეტული საკითხების ინიცირება, ცვლილებების ფაქტები საკრებულოებში. მნიშვნელოვანია ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებდნენ თუ რა ფორმით აწვდიან ინფორმაციას მუნიციპალიტეტები მოასახლეობას ამა თუ იმ საკითხზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მხრიდან ჩართულობა განხილვებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (აღნიშნული საკითხი განხილული იყო მუნიციპალიტეტების ქონების განკარგვის თავში: მოსახლეობის წვდომა საინფორმაციო საშუალებებზე). ზოგიერთ შემთხვევაში თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხი ფიქტიურ ხასიათს ატარებს და სხვადასხვა საკითხების განხილვებისას ძირითადად ერთი და იგივე მოქალაქეების დასწრება ფიქსირდება (თუმცა ეს ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს რომ პროცესი ფიქტიურია, არსებობენ მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანებიც). შეუძლებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის დახმარებისთვის პრიორიტეტის განსაზღვრისას სხდომას ამ სოფლიდან არავინ, ან მხოლოდ ერთეული მოქალაქეები ესწრებოდნენ თუ მათ ექნებათ ინფორმაცია ამის შესახებ და ეცოდინებათ ისიც თუ რა გავლენა შეუძლიათ მოახდინონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

 

ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების თანამონაწილეობის მიზანს წარმოადგენს მართვის პროცესში საზოგადოებრივი ინტერესის მაქსიმალურად გათვალისწინება. საზოგადოებრივ ინტერესში ასახულია თითოეული მოქალაქის საჭიროება, მოთხოვნილება თუ პრობლემა, რომელთა დაკმაყოფილება და გადაჭრა ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ამასთან არსებობს მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა ზემოთხსენებულ საკითხთან მიმართებაში – როგორ შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის  გაზრდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ცივილიზებულ სამყაროში იქმნება, ინერგება და ვითარდება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. თუ გადავხედავთ წარმატებული სახელმწიფოების გამოცდილებას, ვნახავთ, რომ არსებობს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების მრავალი ფორმა, რომელთა ეფექტურობა დამოკიდებულია კონკრეტულ სპეციფიკაზე, რომელიც განისაზღვრება სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ეთნიკური, მენტალური და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით.

 

 

 

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქალაქეთა ჩართულობის დონე

საქართველოში დემოკრატიულ პროცესებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია. შესაბამისად, ამ სფეროში არსებული ნაკლოვანებები საზოგადოებრივი კეთილდღეობის პროგრესს დაბრკოლებას უქმნის. ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებს შორის ერთერთი აქტუალურია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხი. ეს განპირობებულია უფრო ფუნდამენტური პრობლემებით, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი, მენტალური, თუ სხვა ფაქტორებით განისაზღვრება.

არაერთი კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისა და შესაბამისად ბიუჯეტში მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინების დონე დაბალია. აღნიშნულ მოსაზრების დამატებითი არგუმენტია 2011 წელს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევა – “Public Opinion About local Government in Georgia“ (Pawel Swianievicz, University of Warshaw). კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების (1500 ადამიანი) მხოლოდ მინიმალური რაოდენობაა ჩართული ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა არ არის საქმის კურსში თავისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ.უფრო დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

  • თბილისი – 3%;
  • ქალაქები სადაც მოსახლეობა 50 ათასს არ აღემატება – 4%;
  • ქალაქები სადაც მოსახლეობა 50 ათასს აღემატება – 6%;
  • სოფლები – 10%.

ასევე შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგები. წინამდებარე დიაგრამებზე ასახულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების 2010-2011 წლების ბიუჯეტებში მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინების მაჩვენებელი. იხილეთ დიაგრამა №1 და დიაგრამა №2.

 

diagrama

წყარო: „ხალხის მანიფესტი“; GYLA; ISFED; გვ: 64-65;

 

მოცემული კვლევების შედეგებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნიშანდობლივია: დაბალია მოსახლეობის ჩართულობა – დაბალია მათი პრიორიტეტების გათვალისწინება ადგილობრივ ბიუჯეტში

თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები

ადგილობრივიმნიშვნელობისსაკითხებშიმოქალაქეთაჩართულობისსამართლებრივიგარანტიები, მუნიციპალურაქტივობებში, მოქალაქეთაჩართულობისმექანიზმები,შემდეგისაკანონმდებლოაქტებითაა გარანტირებული:

– ევროპულიქარტია ,, ადგილობრივითვითმმართველობისშესახებ“. პრეამბულაში ხაზგასმულია, რომმოქალაქეებსუფლებააქვთმონაწილეობამიიღონადგილობრივისაქმეებისწარმართვაშიდაესწარმოადგენსერთ-ერთდემოკრატიულპრინციპს, რომელიცსაერთოაევროპისსაბჭოსყველაწევრისახელმწიფოსათვის;

-საქართველოსრეგიონალურიგანვითარების 2010-2017 წლებისსახელმწიფოსტრატეგიაშიერთერთიმნიშვნელოვანიპუნქტიმოქალაქეთათანამონაწილეობისხელშეწობასდაადგილობრივხელისუფლებასთანერთადადგილობრივიმნიშვნელობისსაკითხებშიეფექტურიდამდგრადიმონაწილეობისუზრუნველყოფასეხება.

2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ თვითმმართველობის განვითარება თავისი პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. აღნიშნულს საფუძვლად დაედო კონცეფცია „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის“, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების ქვედა (მოსახლეობასთან უფრო ახლოს მყოფ) დონეზე განხორციელებას. ხოლო აღნიშნული კონცეფციის საფუძველზე საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტრომ შეიმუშავა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც 2014 წლის 5 თებერვალს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ მოქალაქეთა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში განსაზღვრავს მე-4 კარი, კერძოდ:

კოდექსის 85-ე მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხებს რომლის თანახმადაც:

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ორგანოები, მათი სტრუქტურული ერთეულები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მუნიციპალიტეტის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისთვის. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ორგანოები კანონით დადგენილი წესით:

  • ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებენ:
  • ინიცირებულ გადაწყვეტილებათა პროექტებს;
  • ინიცირებულ გადაწყვეტილებათა პროექტების განხილვის პროცედურებსა და ვადებს;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აგრეთვე საკრებულოს კომისიის სხდომების დღის წესრიგს, ჩატარების ადგილსა და თარიღს;
  • მიღებულ ნორმატიულ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათი გასაჩივრების ვადებსა და პროცედურებს;
  • გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლში მოქალაქეთა მონაწილეობის ვადებსა და პროცედურებს;
  • უზრუნველყოფენ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხელმისაწვდომობას.

 

კოდექსის 86-ე მუხლი განსაზღვრავსმუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიცირებას პეტიციის წესით რომლის თანახმადაც:

 

  1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს უფლება აქვს, მოამზადოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი.
  2. პეტიციის წესით საკითხი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტისა.
  3. პეტიციის წესით შეტანილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთება, პროექტის ავტორის (ავტორების) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.
  4. კანონით დადგენილი წესით შეტანილ პეტიციას რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
  5. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია პეტიციის წესით შეტანილი პროექტი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში განიხილოს საკრებულოს სხდომაზე.
  6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პეტიციის წესით შეტანილი პროექტის განხილვაში მომხსენებლის სტატუსით, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს პროექტის ინიციატორთა მიერ დანიშნული მომხსენებელი.

 

კოდექსის 87-ე მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის კოლეგიური ორგანოების სხდომების საჯაროობას რომლის თანახმადაც:

  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

კოდექსის 88-ე მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას რომლის თანახმადაც:

  1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას.
  2. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხონ ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

 

თვითმმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებია:

  • საჯარომოსმენები:მეთოდიგულისხმობსოფიციალურმოსმენასსაკრებულოსსხდომაზე. გადაწყვეტილებისმიღებამდეხელისუფლებამუნდამისცესმოქალაქეებსშესაძლებლობაგამოთქვანთავიანთიდამოკიდებულებამისაღებგადაწყვეტილებაზედამოუსმინონმათ, თურაარისმნიშვნელოვანისაზოგადოებისათვის.
  • მოქალაქეთამოსაზრებანისაკრებულოსსხდომებზე:საკრებულომყოველ სხდომაზეუნდაგამოყოსდრომოქალაქეთაკომენტარებისთვის.
  • ყუთებიმოქალაქეთაწინადადებებისთვის:ესძალიანიოლიდამარტივიმეთოდია, რომელიცგულისხმობსყუთებისჩამოკიდებასსოფლებში/ქალაქებში, რათამოქალაქეებსშეეძლოთთავიანთიწინადადებებისმიწოდებახელისუფლებისთვის.
  • ფოკუსჯგუფები: ხელისუფლებამუნდაგამოიყენოსფოკუს-ჯგუფებიმოქალაქეთააზრისგასაგებად. ამისათვისსაჭიროაშერჩეულიმოქალაქეებისჯგუფისშეკრება, რათამათისაშუალებითმთლიანადსაზოგადოებისაზრის გაგება გახდესშესაძლებელი.

ჩართულობის მექანიზმებადშეიძლება გამოყენებულ იქნას ასევე:  მოქალაქეთასაერთოკრება; მოქალაქეთაკომიტეტები; მრჩეველთასაბჭოები; ახალგაზრდულისაბჭოები; დისკუსია ღიაეთერშიდასხვა.