შესყიდევბის მონიტორინგი

მიხეილ ძაგანია, ია მამალაძე

სახელმწიფო შესყიდვები შინაარსობრივად  სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების შეძენას წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ძირითადი პრინციპებია შესყიდვების საჯაროობა, გამჭვირვალობა საჯარო ფინანსების რაციონალური და მიზანშეწონილი ხარჯვა.  სახელმწიფო შესყიდვების სისტემა დეცენტრალიზებულია და შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილია შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვის განხოციელების მართლზომიერებაზე.

სახელმწიფო შესყიდვების არსი

 

სახელმწიფო შესყიდვები, შინაარსობრივად, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების შეძენას წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვების გახორციელებისას, ძირითადი პრინციპებია:

  • შესყიდვების საჯაროობა, გამჭვირვალობა;
  • საჯარო ფინანსების რაციონალური და მიზანშეწონილი ხარჯვა.

 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემა დეცენტრალიზებულია და შესყიდვების გახორციელებაზე უფლებამოსილია შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვის გახოციელების მართლზომიერებაზე.

 

საქართველოს კანონმდებლობით, ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის მიხედვით.

 

სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების ეფექტური სისტემის არსებობა დიდწილად განაპირობებს სახელმწიფოს (სახელმწიფო ორგანიზაციების) მიერ მოქალაქეთათვის მიწოდებული საზოგადოებრივი პროდუქტის ხარისხსა და მომხმარებელთა მიერ მიღებულ სარგებლიანობას. თუ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დარღვეულია  ზემოთ ხსენებული ფუნდამენტური პრინციპები, მაშინ  სახელმწიფოში ადგილი აქვს საჯარო ფინანსების არაყაირათიან ხარჯვას, რაც საჯარო სტრუქტურებში კორუფციის არსებობის და განვითარების პირდაპირი საფუძველია.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის  შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის N223 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

 

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბების მოკლე ისტორია

-1993 წლის 30 მარტს  მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის  №264 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციისა და საქონლის მიწოდების შესახებ“; აღნიშნული დადგენილება იყო ქვეყანაში პირველი სამართლებრივი ხასიათის აქტი, რომლითაც დაიწყო სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეგულირება.

 

– 1996 წლის 31 მარტს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის  №244 ბრძანებულება – „საქართველოს სამხედრო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ და „სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998).

 

– 1998 წლის 9 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“,  რომლის სრულყოფილად ამოქმედება დაიწყო 1999 წლის 1 ივლისიდან. აღნიშნული კანონის მე-7 და მე-8 თავები ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებისთანავე, რომელთა მიხედვითაც 1999 წლის 1 ივლისამდე:

  • საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში უნდა შექმნილიყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
  • საქართველოს პრეზიდენტს 1999 წლის 1 ივლისამდე უნდა დაენიშნა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
  • საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უნდა მიეღო ამ კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ამოქმედებისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტები.
  • საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა დაემტკიცებინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სტატისტიკური ანგარიშის ფორმა.
  • საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხარჯები უნდა გაეთვალისწინებინა 1999 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

-1999 წლის 1 ივლისს, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედებას ამავე წლის 4 აგვისტოს მოჰყვა კანონქვემდებარე აქტის – ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცება, რის საფუძველზეც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელების  მიზნით, საქართველოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტმა.

 

– 2001 წლის 5 ივნისს გამოიცა ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნისა და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის #223 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდ.

 

რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გახდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფოს შესყიდვების დეპარტამენტის უფლე­ბა­მონაცვლე, თუმცა, იგი ჯერ კიდევ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

 

-2005 წლის 20 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონი, რომლითაც გაუქმდა 1998 წლის 9 დეკემბერს მიღებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი, რასაც ავტომატურად ამ კანონის საფუძველზე მიღებული დებულების გაუქმებაც მოჰყვა.

ახალი კანონის გარდამავალ დებულებებში (თავიVII, მუხლი 24. ) განისაზღვრა, რომ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს მთავრობას მოემზადებინა აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ,,სახელმწიფო შესყიდვების საგენტოს“ არ ეყოლებოდა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო (როგორიც  ამ პერიოდისთვის იყო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო); შესაბამისად, 2006 წლის 18 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებები ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის  კანონის მე- 4 მუხლში, რომლის მიხედვით, შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

ახალმა კანონმა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელიც  2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მოიცვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგადსამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები. ამასთან,  შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, 2006 წლის 3 იანვრის ბრძანებით, დამტკიცებულ იქნა ახალი დებულება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“, სადაც დეტალურად გაიწერა სახელმწიფო შესყიდვების საშუალებები, პროცედურები, განისაზღვრა სატენდერო დოკუმენტაცია, დოკუმენტაციის არსი, დანიშნულება.

 

-2010 წელს, საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმა გახორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, რის შედეგადაც დღესდღეობით სახელმწიფო შესყიდვები ერთიანი ელექტრონული სისტემით ხორციელდება. შესყიდვების ელექტრონული სისტემა 2010 წლის 1 აგვისტოდან[1] ფუნციონირებს, რომლის გამოყენება 2010 წლის 1 დეკემბრამდე ნებაყოფლობითი იყო; ხოლო 1 დეკემბრიდან სახელმწიფო შესყიდვების გახორციელება ელექტრონული სისტემით სავალდებულო გახდა.  ელექტრონული სისტემა ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. პარალელურად, გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონში “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, გაუქმდა ,,სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების წესის შესახებ“ მოქმედი დებულება და შემოღებულ იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული საშუალებით გახორციელების შესახებ დროებითი წესი“; ასევე, გამოიცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის  რამდენიმე ბრძანება.

 

სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები

2010 წლის 1 დეკემბრიდან, სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდება ელექტრონული პორტალის (www.procurement.gov.ge) გამოყენებით.

 

ამჟამად საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვის შემდეგი საშუალებები:

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი –კალენდარული წლის განმავლობაში 200 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების[2] სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის გათვალისწინებულ პროცედურებს. გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განსახორციელებელი შესყიდვის ვადა არის არანაკლებ 3 დღისა;

 

ელექტრონული ტენდერი – კალენდარული წლის განმავლობაში 200 000 ლარის და მეტი ღირებულების ზევით შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის გათვალისწინებულ პროცედურებს.

 

სატენდერო პროცედურები

 

შესყიდვის საჭიროების გამოვლენა
სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
შესყიდვის საშუალების შერჩევა

 

 

 

 

 

 

 

 

 

სატენდერო დოკუმენტაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსება
მიმწოდებელთა შემოთავაზებების განხილვა
გამარჯვებულის გამოვლენა
ხელშეკრულების დადება გამარჯვებულ მიმწოდებელთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამარტივებული შესყიდვა და კონკურსი

გამარტივებული შესყიდვა – გამოიყენება კალენდარული  წლის განმავლობაში 5 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის დადგომის და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში.

სახელმწიფო თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება გახორციელდეს ელექტრონულად. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის წესით, თუ:

  • საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის  ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად;
  • არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს;
  • შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა გახორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას;
  • სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება;
  • ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში, ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;
  • ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა;
  • სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;
  • ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ -საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.

 

კონკურსი  – შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია გახორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის საშუალებით.

საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად.

საკონკურსო წინადადების წარდგენა ხდება შემსყიდველ ორგანიზაციაში ადგილზე. წინადადებას განიხილავს სატენდერო კომისია; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოწვეულები იყვნენ  კონსულტანტები (შესაბამისი დარგის სპეციალისტები).

 

შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვისათვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს შემდეგ მექანიზმებზე:

  1. სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ობიექტების სწორად შერჩევა;
  2. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და არაკეთილსინდისიერი შემსყიდველების გამოვლენა;
  3. მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციისადმი;
  4. შესყიდვების ანგარიშგება და გამჭვირვალობა.

 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში.

 

შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები: 

  • შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
  • შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.

მაგალითად:  X  მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა მუნიციპალური მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. თუ შესაკეთებელი გზის ობიექტები გეოგრაფიულად დიდად არის დაშორებული ერთმანეთისგან (ვთქვათ, სხვადასხვა სოფლებშია), ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთმა მიმწოდებელმა ფიზიკურად ვერ შეძლოს მომსახურების მიწოდება დადგენილ ვადებში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ ერთ ერთგვაროვნებაზე ცალ-ცალკე ჩატარებული შესყიდვა არ ჩაითვლება შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად.

 

კონსოლიდირებული ელექტრონული ტენდერი და სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად გახორციელება

 

  • კონსოლიდირებული ტენდერი – ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ, განსაზღვრულ შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ტენდერის ჩატარება საუკეთესო ფასის გამოვლენის მიზნით;
  • სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად გახორციელება – შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით, შესაძლებელია, ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად გახორციელება. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად გახორციელების თაობაზე იდება წერილობით ფორმით, რომელსაც ხელს აწერენენ შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი შესყიდვა ხორციელდება ერთ სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, ერთობლივი შესყიდვის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზემდგომი თანამდებობის პირის ან მის  მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სისტემაში ატვირთვა ხდება  სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

 

სატენდერო კომისია

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე შემსყიდველ ორგანიზაციაში პასუხისმგებელია სატენდერო კომისია. კომისია იქმნება შემსყიდველ ორგანიზაციაში და უნდა შედგებოდეს მინიმუმ, 3 წევრისგან. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში (გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, ელექტრონული ტენდერი), სატენდერო კომისია, პირველ რიგში, განიხილავს ყველაზე დაბალი ფასით წარმოდგენილი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას; განხილვის შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი წინადადება შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, აღნიშნულ პრეტენდენტთან გრძელდება მომდევნო ეტაპები ხელშეკრულების დადებამდე (მაგ. დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა, ნიმუშის მოთხოვნა და ა.შ.). წინააღმდეგ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და განსახილველად გადადის ყველაზე დაბალი ფასით დაფიქსირებულ მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაზე.

 

სახელმწიფო  შესყიდვების დაგეგმვა

შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად.

შემსყიდველი ორგანიზაცია მომდევნო წლის გეგმას არეგისტრირებს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების გახორციელება.

სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გეგმის რეგისტრაციის მომენტისათვის შესაბამისს წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.

შესყიდვების წლიური გეგმის წარმოდგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება ელექტრონული სისტემის საშუალებით. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს:

 

  • შესყიდვის გახორციელების აუცილებლობა;
  • შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
  • მსგავსი შესყიდვის გახორციელების გამოცდილება;
  • შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება);
  • პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
  • შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია;
  • შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები.

 

 

მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციისადმი

სახელმწიფო თვითმმართველობის სატენდერო დოკუმენტაცია აუცილებელია მოიცავდეს:

  • იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
  • შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
  • შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს;
  • ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი; აგრეთვე, მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);
  • მეთოდებს, რომლებითაც უნდა გაანგარიშდეს სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა,  გადასახადები და სხვა);
  • სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას;
  • სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ;
  • მითითებას საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება.

 

მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:

  • მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მსგავსი”, „ეკვივალენტური” და სხვა;
  • გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

 

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:

  • საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას;
  • შემსყიდველსა და მიმწოდებელს ან კონკურენტებს შორის მოლაპარაკების გამართვას;
  • ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
  • მიმწოდებლის შერჩევას გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში;
  • საკონკურსო წინადადების განხილვას და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევას;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავის განხილვას.

 

განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. ეს მუხლი არეგულირებს “ურთიერთდამოკიდებულ პირთა“ შორის ურთიერთობებს. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

შესყიდვისას, მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელია  მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა შემსყიდველ ორგანიზაციას (მის ხელმძღვანელს, თანამშრომელს) ან სახელმწიფო მართვის სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს მიმართოს თხოვნით შუამდგომლობის შესახებ, ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.

 

შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი

რეესტრია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამ რეესტრში აისახება შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც რეესტრში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში. ეს რეესტრი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. რეესტრის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით[3].

 

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი ფორმით გახორციელების დროს, იდება შესყიდვის ხელშეკრულება. ელექტრონული, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის შემთხვევაში, ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად. გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება იდება მიმწოდებელ პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით.

ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მხარეთა ზუსტ დასახელებას და რეკვიზიტებს;
  • ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდს. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის დასახელებას არ შეესაბამება კლასიფიკატორის კატეგორიის ან  ქვეკატეგორიის კოდი,შესაძლებელია მითითებულ იქნეს კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდი;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას;
  • საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და სამუშაოს შესრულების ვადას;
  • ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში).
  • ხელშეკრულების კონკრეტულ მოქმედების ვადას.

 

 

ხელშეკრულების შესრულების გარანტია და დაზღვევა    

ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია გათავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-დან 10 %-მდე ოდენობით.

თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 200 000 ლარზე ნაკლებია, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულო არ არის. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა (ისევე როგორც მისი ოდენობა ხელშეკრულების ღირებულებასთან მიმართებაში) შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის შეხედულებისამებრ.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 5 ივნისის N223 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.  სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ მინისტრი, თუმცა კანონში არ არის დაკონკრეტებული ვინ წარუდგენს პრემიერ-მინისტრს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

 

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

  • სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;
  • შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სრულყოფა და მასზე ზედამხედველობა;
  • შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
  • შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვა;
  • შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა;
  • შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრის წარმოება;
  • სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია:

  • ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი;
  • მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიიღოს გამოსცეს ან გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა. საბჭო შედგება 7 წევრისგან, რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. მთავრობა ამტკიცებს საბჭოს დებულებას.

საბჭო დაკომპლექტებულია   მმართველობისა      და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებით),  ასევე  საზოგადოებრივი  ორგანიზაციებისა  და  მასმედიის წარმომადგენლებით.  სამეთვალყურეო  საბჭო  ფუნქციონირებს  საზოგადოებრივ საწყისებზე და იგი

  • შესყიდვებთან დაკავშირებით  ითვალისწინებს  სახელმწიფო  პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
  • თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვს შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ამოწმებს მის სისწორეს.

 

დავების განხილვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებობს დავების განხლვის საბჭო, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბერის N 11 ბრძანების საფუძველზე ფუნქციონირებს. იგი შედგება პარიტეტული პრინციპის მიხედვით დაკომლექტებული 6 წევრით. მისი წევრები არიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს ორ წევრს (სააგენტოდან) ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. დანარჩენი 3 წევრის შერჩევა (არასამთავრობო სექტორიდან)  ხდება როტაციის პრინციპით ერთი წლის ვადით.

 

ნებისმიერ პრეტენდენტს დავებთან   დაკავშირებული   ნებისმიერი ინფორმაციის გაგზავნა დავების საბჭოში შეუძლია განხორციელოს ელექტრონულად, სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.spa.ge  www.procurement.gov.ge) მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად მიღებულად/გაგზავნილად ჩაითვლება       მისი ვებგვერდზე განთავსებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ  პრეტენდენტი მიიჩნევს, რომ შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობისას დაირღვა „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები, მას აქვს უფლება გაასაჩივროს აღნიშნული ფაქტი ელექტრონული მოდულის საშუალებით.

 

შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის   ან  პრეტენდენტის     მიერ შემსყიდველი  ორგანიზაციის  ქმედების  გასაჩივრების  შემთხვევაში,  შესყიდვების პროცედურების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომ. დავების განხილვის საბჭოს აპარატის მიერ საჩივრის ოფიციალური აღიარების საფუძველია საჩივრის განთავსება ვებგვერდზე.[4]

 

საჩივრის აღიარების შემდგომ, დავების განხილვის საბჭო დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს არანაკლებ ათი კალენდარული დღის განმავლობაში. დავის განხილვას შესაძლებელია ესწრებოდეს როგორც მომჩივანი, ასევე მოპასუხე. მათი მოხსენებების შემდეგ, საბჭოს წევრები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და უსვამენ შეკითხვას მხარეებს დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებითაც.

საბჭო უფლებამოსილია სრულად, ნაწილობრივ ან არ დააკმაყოფილოს საჩივარი. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი სამართლიანია, მას აქვს უფლება მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება. ასევე საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის მომენტი.

რატომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფო შესყიდვების რეფორმირება

 

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული რეფორმა, რომელიც გულისხმობდა აღნიშნულ სფეროში  ერთიანი ელექტრონული ფორმატის შემოღებას,  არის საკმაოდ პროგრესული  სისტემა. აღნიშნული ცვლილებით გამარტივდა ტენდერების ჩატარების პროცესი როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ძალზე  შემცირდა შემსყიდველი ორგანიზაციების სატენდერო კომისიების მხრიდან სუბიექტივიზმის არსებობის საფრთხე, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესის ეფექტურად ფუნქციონირებას.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვის დადებითი შედეგები  დასკვნის სახით შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

 

  • გამჭვირვალობა – შესყიდვების ელექტრონული სისტემის უმნიშვნელოვანესი მხარეა გამოცხადებული თუ ჩატარებული ტენდერების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული პირისთვის.
  • საჯარო ფინანსების დაზოგვა –  სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმატი იძლევა საშუალებას ელექტრონული ვაჭრობის დროს შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია და ფასის მიხედვით ყველაზე კონკურენტუნარიანი პრედენდენტი გახდეს გამარჯვების კანდიდატი,  ამ პროცესსში კი ხდება საჯარო ფინანსების სოლიდური მოცულობით დაზოგვა.
  • კონფიდენციალობა – ვიდრე  არ დასრულდება ელექტრონული ვაჭრობა (როგორც ძირითად დრო, ასევე დამატებითი რაუნდები)  არავის არ აქვს საშუალება იცოდეს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა ვინაობა, გაეცნოს მათ ტექნიკურ დოკუმენტაციას.  მხოლოდ  ვაჭრობის დასრულების შემდეგ  არის ხელმისაწვდომი პრეტენდენტთა მონაცემების შესახებ ინფორმაცია.
  • ელექტრონული მთავრობის განვითარების ხელშეწყობა – სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვით საქართველოს  რეგიონებში სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებს (ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების ტერიტორიული ერთეულები, თვითმმართველობები და სხვ) მიეცათ ვალდებულება თავიანთ დაწესებულებებში  მოეხდინათ  ელექტრონული სისტემების სრულყოფა; შედეგად, დღესდღეობით აღნიშნულ დაწესებულებებში როგორც მინიმუმ, არ დგას ინტერნეტის ქსელის პრობლემა, რაც ელექტრონული ტენდერების სრულყოფილად ჩატარების გარდა,  ბუნებრივია ხელს შეუწყობს რეგიონებში სხვა სფეროებისა თუ მიმართულებების განვითარებას.
  • გეოგრაფიული დისბალანსის აღმოფხვრა – წინა პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დანერგილი შესყიდვების ელექტრონული სისტემა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მყოფ მიმწოდებლებს ძალიან უჭირდათ მიეღოთ ინფორმაცია, მაგალითად, დედაქალაქში ამა თუ იმ ტენდერის გამოცხადების შესახებ; შესაბამისად ის კომპანიები, რომლებსაც პიროვნული ურთიერთობები ჰქონდათ შემსყიდველ ორგანიზაციებთან, იყვნენ უპირატეს მდგომარეობაში. დღეს აღნიშნული გარემოება კარდინალურად არის შეცვლილი და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთ მყოფ კომპანიებსაც აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ ტენდერში.
  • ბიზნეს სექტორის წახალისება – სახელმწიფო შესყიდვების  ელექტრონული ფორმატი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უზრდის მოტივაციას სულ უფრო მეტ ელექტრონულ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა, რაც დასტურდება შესაბამის ვებ-გვერდზე კერძო კომპანიების რეგისტრაციის მზარდი მაჩვენებლით, რომელიც 2011 წლის 5 აპრილის მდგომარეობით 4439 მიმწოდებელს აღწევს[5].
  • მარკეტინგული კვლევის საშუალება – განსაკუთრებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება შევიდეს სახელმწოფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებ-გვერდზე (spa.ge www.procurement.gov.ge), სადაც მათ შეეძლებათ სპეციციალური (ევროკავშირის) კლასიფიკატორით განსაზღვრული მთელი რიგი საქონლისა თუ მომსახურების შესყიდვა-მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება; კონკრეტულად კი, სისტემა იძლევა საშუალებას მოძიებულ იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არიან ძირითადი მოთამაშეები აღნიშნულ სეგმენტში, რომელ კომპანიებს აქვთ ყველაზე ხშირად მონაწილეობა მიღებული ამა თუ იმ ტენდერში და აქვთ თუ არა მოგებული ტენდერები,   რა მოცულობის ფინანსური სახსრები აქვთ მათ მიღებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსთვის, რა ტექნოლოგიას იყენებენ ისინი სამუშაოს შესრულებისას, რომელი ქვეყნის ნედლეულის თუ საქონლის მიმწოდებლები არიან ისინი, როგორია მათი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, რამდენად აქვთ მათ საშუალება ფასისმიერი კონკურენცია გაუწიონ კონკურენტებს, არიან თუ არა ისინი მოხვედრილი ეგრეწოდებულ ,,შავ სიაში“. ასევე შესაძლებელია მოძიებულ იქნეს ინფორმაცია ახალი კომპანიების შესახებ, რომლებიც აპირებენ ბაზარზე შემოსვლას და ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და ა.შ.
  • მიმწოდებლების დროის და ფინანსების დაზოგვა – სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ფორმატი მიმწოდებლებს აძლევს საშუალებას ადგილზე მოამზადონ სატენდერო შეთავაზება და მომზადებული სატენდერო დოკუმენტაცია იქვე ატვირთონ შესაბამის ვებ-გვერდზე, გამომდინარე აქედან მათ არ ეკარგებათ შემსყიდველ ორგანიზაციაში გადაადგილებისთვის (ტრანსპორტირების) საჭირო  დრო (განსაკუთრებით რეგიონებში არსებულ კომპანიებს). ასევე მნიშვნელოვანია დაზოგილი ფინანსები, რომელიც მიმწოდებელ სუბიექტს წინა სისტემის დროს ჭირდებოდა როგორც საკანცელარიო ნივთების შესაძენად (ქაღალდი, კონვერტი და სხვ.) ასევე ტრანსპორტირებისთვის.

 

რაც შეეხება,  არსებულ საფრთხეებს აღნიშნულ სფეროში, შესაძლოა ადგილი ქონდეს შემდეგ გარემოებებს:

  • როგორც ცნობილია, კანონმდებლობის შესაბამისად, ტენდერში მონაწილე მხარეებს შორის უპირატესობის მინიჭების მთავარი ფაქტორი არის ფასი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ხშირია ფაქტები, როდესაც შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ეფექტიანობა არის დაბალი. აღნიშნულ მიდგომას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული მიდგომა ამცირებს საჯარო სექტორში კორუფციის არსებობის ალბათობას, რადგან მინიმუმამდეა დაყვანილი სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებისას სატენდერო კომისიის წევრების სუბიექტური შეხედულებები, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მიდგომით საფრთხის ქვეშ დგება შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი ასპექტი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, გაანალიზებულ იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული ის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნები, რომელთა სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინება შემსყიდველის პრეროგატივას წარმოადგენს. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №9 – ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით „საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლებელია არ შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნას. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა იყოს დასაბუთებული სატენდერო დოკუმენტაციაში, ხოლო მათი რაოდენობა – შესაძლოდ მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებათა გათვალისწინებით“.
  • კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით (რომელიც პრინციპში ითვალისწინებს ევროკავშირის საჯარო სექტორის დირექტივებს), შემსყიდველი ორგანიზაცია თავისუფალია მის არჩევანში, თუ კანონით გათვალისწინებული რომელი მოთხოვნა/მოთხოვნები  ჩადოს სატენდერო დოკუმენტაციაში; მეტიც, მას აქვს სრული უფლება, საჭიროების შემთხვევაში,  გამოიყენოს დამატებითი მოთხოვნები (პრეტენდენტის გამოცდილება, წლიური ბრუნვის მაჩვენებლები, მესამე პირის მიერ გაცემული რეკომენდაცია, სხვადასხვა სახის სერთიფიკატები, სტანდარტები და სხვ.), თუმცა რეალური სურათის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ უმეტეს შემთხვევებში  მაინც გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოწოდებული საქონლის/სამუშაოს/მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხი. აღნიშნულ გარემოებას ძირითადად აქვს ორი განმაპირობებელი მიზეზი:

 

  1. სხვადასხვა შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში რთულია სატენდერო დოკუმენტაციაში ცალსახად განისაზღვროს ყველა ის მახასიათებელი (ტექნიკური მაჩვენებელი), რაც საჭიროა ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად.

 

  1. სპეციფიური შესყიდვების განხორციელებისას, სატენდერო კომისიის წევრებს არ აქვთ საიმისო კომპეტენცია, რომ ბოლომდე გამართული იყოს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა მწირია, რადგან ექსპერტის ან კონსულტანტის დაქირავება დაკავშირებულია დამატებითი ფინანსების ხარჯვასთან.

 

რაც შეეხება  მოთხოვნებში შემსყიდველის მხრიდან სხვადასხვა სახის სერთიფიკატების გამოყენებას (ძირითადად ორგანიზაციები მოთხოვნებში დებენ ISO-სერთიფიკატს), ხშირად ადგილი აქვს შემთხევებს, როდესაც პრეტენდენტი წარმოადგენს მაგ. ISO-სერთიფიკატს, თუმცა მოწოდებული საქონელი მაინც დაბალი ხარისხისაა. მსგავსი სურათია  ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან მიმართებაში,  კერძოდ, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრავს, რომ მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულებისას უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, მიმწოდებლები მარტივად ახერხებენ საქართველოში მოქმედი ექსპერტიზის ბიუროებიდან შესაბამისი დასკვნის აღებას, რის საფუძველზეც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ჩათვალოს სამუშაო  ხარისხიანად შესრულებულად; თუმცა, უმეტესწილად, ექსპერტიზის ბიუროების აღნიშნული დასკვნები არ ასახავენ ფაქტობრივ რეალობას, რაც ზრდის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების რიცხვს;

  • საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდები არ ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების წესებს. რაც საკმაოდ ზრდის საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვისა და კორუფციის რისკს;
  • იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო ელექტრონული სისტემის ფუნქციონირება შეფერხდა ან გაითიშა ინტერნეტის ქსელი, პრეტენდენტები, პრაქტიკულად, ვერ გააგრძელებენ წინადადებაშეთავაზებულ ტენდერში მონაწილეობას;
  • რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს მიმწოდებელთა მხრიდან ელექტრონული სისტემის მოხმარების წესის არცოდნას,  რის გამოც არის შემთხვევები, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ ამა თუ იმ ტენდერში სრულფასოვან მონაწილეობას;
  • ჯერჯერობით კვლავ პრობლემას ქმნის რეგიონებში ინტერნეტის ქსელის განუვითარებლობა, რომელიც განსაკუთრებით პრობლემატურია მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”
  • შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი;
  • შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების ნებართვის მიცემის შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულება N1;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის N26 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 იანვრის N99 განკარგულება „სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი„;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის N8 ოქმის ამონაწერი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მოწოდებული მასალები;

 

მაგალითისთვის, განსჯისთვის

 

ტენ­დე­რე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე

`ახალი გაზეთი,~ მაია მეცხ­ვა­რიშ­ვი­ლი, 2009 წელი

ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ ჯერ კი­დევ 2009 წლის და­საწყ­ის­ში და­გეგ­მა, რომ სა­ბი­ნა­ო-­კო­მუ­ნა­ლურ და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სფე­რო­ში სა­ექ­სპლოა­ტა­ციო და მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვებს, ძი­რი­თა­დად, ფას­თა კო­ტი­რე­ბი­სა და ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და. თუმ­ცა, მა­შინ­ვე ქა­ლა­ქის მერ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნაცხ­ა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გეგ­მის მი­უ­ხე­და­ვად, ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებს, თით­ქმის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ტენ­დე­რის გზით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და. ამით გარ­კვე­ულ­წი­ლად უხერ­ხუ­ლო­ბა მო­იხ­სნე­ბო­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ წლი­დან წლამ­დე ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის­გან სა­ბი­უ­ჯე­ტო დაკ­ვე­თებს ერ­თი და იგი­ვე ფირ­მე­ბი იღე­ბენ.

მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, ტენ­დერს ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის­გან ის ფაქ­ტო­რი გა­მო­არ­ჩევს, რომ ტენ­დე­რი თა­ვის თავ­ში კონ­კუ­რენ­ცი­ას მო­ი­აზ­რებს: მას­ში, რო­გორც წე­სი, რამ­დე­ნი­მე ფირ­მა მო­ნა­წი­ლე­ობს და კონ­კურ­სის შე­დე­გად ის იმარ­ჯვებს, რო­მე­ლიც უკე­თეს პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას კი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა თა­ვად არ­ჩევს სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლე­ბელ ერთ რო­მე­ლი­მე ფირ­მას და მის­გან აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვას. ეს პრო­ცე­სი კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და ფა­რუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის ბა­რი­ე­რებს გა­მო­რიცხ­ავს. თუმ­ცა, ქუ­თა­ი­სის სი­ნამ­დვი­ლე­ში, რო­გორც ჩანს, ტენ­დე­რი და ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ამ ურ­თი­ერ­თგან­მას­ხვა­ვე­ბელ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს კარ­გავს.

2009 წლის 1 იან­ვრი­დან დღემ­დე ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბამ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გან­ზე ტენ­დე­რი გა­მო­აცხ­ა­და. თუმ­ცა ამ ტენ­დე­რებ­მა კონ­კუ­რენ­ცი­ის ფა­რე­შე ჩა­ი­ა­რა და სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ფირ­მამ უპ­რობ­ლე­მოდ მი­ი­ღო. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ გა­რე გა­ნა­თე­ბის სა­ნა­თი წერ­ტი­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­შიც ოთხი ფირ­მა მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მხო­ლოდ ერ­თმა გა­ი­მარ­ჯვა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფირ­მა შპს ~შა­გუ +~ აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ამ სა­მუ­შა­ოს­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 225 ათა­სი ლა­რი ერ­გო. აღ­ნიშ­ნულ ფირ­მას ქუ­თა­ი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან შარ­შა­ნაც გა­და­ე­რიცხა თან­ხა, რო­დე­საც ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით 425 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შეკ­ვე­თა მი­ი­ღო სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის კე­თილ­მოწყ­ო­ბის­თვის.

`ამ ფირ­მამ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ფა­სი წარ­მო­ად­გი­ნა და ამის გა­მო გა­ი­მარ­ჯვა,~ _ გა­ნაცხ­ა­და ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყ­ო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გო­გი ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ.

გა­რე გა­ნა­თე­ბის სა­ნა­თი წერ­ტი­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის გა­მოცხ­ა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, წი­ნა წლებ­ში, რო­გორც წე­სი, ი/მ ~პეტ­რე გა­დე­ლი­ა~ იმარ­ჯვებ­და (გა­სულ წელს მან 282960 ლა­რი მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ქუ­თა­ი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან). ი/მ ~პეტ­რე გა­დე­ლი­ა~ წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტენ­დერ­ში, ისე რო­გორც შპს ~სპეც­მშე­ნი~ და შპს ~მე­ო­ხი~, თუმ­ცა ამ ფირ­მებ­მა ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბა ამ­ჯე­რად ვერ შეძ­ლეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ~შა­გუ +~-სთან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­აჩ­ნი­ათ ამ კუთხ­ით. შპს ~სპეც­მშენ­თან~ და­კავ­ში­რე­ბით ეს ფაქ­ტი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კე­თილ­მოწყ­ო­ბის სა­ქა­ლა­ქო სა­მსამ­ხუ­რის უფ­როს­მაც აღ­ნიშ­ნა. ხო­ლო შპს ~მე­ო­ხი~ ელექ­ტრო­სის­ტე­მა­ში ჯერ კი­დევ ~ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე~ აწარ­მო­ებ­და ბიზ­ნეს­-საქ­მი­ა­ნო­ბას. მას შემ­დე­გაც არა ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა შე­უს­რუ­ლე­ბი­ა, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის თა­მაშ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ~მე­ო­ხის~ ბიზ­ნესსაქ­მი­ა­ნო­ბას საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტო­ბამ­დე ნუკ­რი კვერ­ნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. საკ­რე­ბუ­ლო­სა და პო­ლი­ტი­კა­ში კი ის ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის თა­ნაკ­ლა­სე­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა. კვერ­ნა­ძე ამ დრომ­დე ემიჯ­ნე­ბა ბურ­ჯა­ნა­ძის ამ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ტი­კურ მრწამ­სსა და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ~ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი~ უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან სო­ლი­და­რუ­ლად რჩე­ბა, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა მა­ინც თა­ვი და­იზღ­ვი­ეს და ამის გა­მო გა­რე გა­ნა­თე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის გა­მოცხ­ა­დე­ბულ ტენ­დერ­ში მარ­ტი­ვი ტი­პის სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის მშე­ნე­ბელ ფირ­მას გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნეს. თუმ­ცა, გა­რე გა­ნა­თე­ბის კუთხ­ით (რო­მე­ლიც ახა­ლი ქსე­ლი­სა და სა­ნა­თი წერ­ტი­ლე­ბის მოწყ­ო­ბას გუ­ლის­ხმობს) გა­ცი­ლე­ბით უფ­რო დი­დი მო­ცუ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვას გეგ­მავს ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა. ამის­თვის ბი­უ­ჯეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი.

ტრა­დი­ცია არ დარ­ღვე­უ­ლა მწვა­ნე სა­ფა­რის მოვ­ლა-­პატ­რო­ნო­ბის­თვის გა­მოცხ­ა­დე­ბულ ტენ­დერ­ში, რო­მელ­შიც უკ­ვე წლე­ბია ორი ფირ­მა მო­ნა­წი­ლე­ობს და იმარ­ჯვებს კი­დეც. ესე­ნი გახ­ლავთ – შპს ~ფლო­რა~ და შპს ~აღ­მდგე­ნი~. წელს ეს ფირ­მე­ბი ქუ­თა­ის­ში არ­სე­ბუ­ლი 250 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის მწვა­ნე სა­ფა­რის მოვ­ლის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 135 ათას ლარს მი­ი­ღე­ბენ, გა­სულ წელს კი მათ ამის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 130 ათა­სი ლა­რი გა­ი­ნა­წი­ლეს. ამას ემა­ტე­ბა 70 ათა­სი ლა­რი, რო­მე­ლიც შპს ~აღ­მდგენ­მა~ შარ­შან ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­რე იერ­სა­ხის მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის მი­ი­ღო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

ერ­თპი­როვ­ნულ და უკონ­კუ­რენ­ტო ლი­დე­რად რჩე­ბა, ასე­ვე, ი/მ ~და­ვით ჯან­ხო­თე­ლი~, რო­მე­ლიც გზე­ბის მო­ნიშ­ვნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის წელს ქუ­თა­ი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან 40 ათას ლარს მი­ი­ღებს. გა­სულ წელს კი ~და­ვით ჯან­ხო­თელ­მა~ საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის შე­ძე­ნა-­მონ­ტა­ჟი­სა და შუქ­ნიშ­ნე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის 140545 ლა­რი მი­ი­ღო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

სა­ბი­უ­ჯე­ტო შეკ­ვე­თებ­ზე მო­მუ­შა­ვე ახა­ლი ინდ. მე­წარ­მე გა­მო­ავ­ლი­ნა 2009 წლის ტენ­დერ­მა შად­რევ­ნე­ბის მოვ­ლა-­პატ­რო­ნო­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კუთხ­ით. ი/მ ~პა­ა­ტა დი­ა­ნო­საშ­ვი­ლი~ ქუ­თა­ის­ში არ­სე­ბუ­ლი ორი შად­რევ­ნის მოვ­ლა-­პატ­რო­ნო­ბას 53 ათას ლა­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს. გა­სულ წელს კი ეს სა­მუ­შაო ფას­თა კო­ტი­რე­ბის გზით შერ­ჩე­ულ­მა შპს ~კე­თილ­მოწყ­ო­ბამ~ შე­ას­რუ­ლა. შპს ~კე­თილ­მოწყ­ო­ბამ~ ამ­ჯე­რად ღვარ­სა­დე­ნე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის გა­მოცხ­ა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა, რო­მე­ლიც ამის­თვის გა­მო­ყო­ფილ 200 ათას ლარს ი/მ ~ი­ლია კვი­რი­კა­ძეს­თან~ ერ­თად გა­ი­ყოფს.

ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბის კუთხ­ით ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ ამ დრომ­დე მხო­ლოდ ორი ტენ­დე­რი ჩა­ა­ტა­რა, რომ­ლებ­მაც სხვა, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დე­რე­ბის მსგავ­სად, ასე­ვე, კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. შე­დე­გად კომ­პა­ნია `Gშ~-მა 1 მი­ლი­ონ 760 ათა­სი ლა­რის შეკ­ვე­თა მი­ი­ღო (შარ­შან ამ ფირ­მამ ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რი მი­ი­ღო), კომ­პა­ნია ~ი­მერ­მშე­ნის­გან~ კი მე­რი­ამ 800 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ის­ყი­და (გა­სულ წელს ამ ფირ­მამ და­ახ­ლო­ე­ბით 80 ათა­სი ლა­რი აით­ვი­სა ბი­უ­ჯე­ტი­დან ქუ­თა­ი­სის გა­რე იერ­სა­ხის კე­თილ­მოწყ­ო­ბის სა­მუ­შაო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის).

შპს `Gშ~-მა ორ თვე­ში შემ­დე­გი სა­ხის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნ­და შე­ას­რუ­ლოს: ქუ­თა­ი­სის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის (წი­ნა და უკა­ნა მხა­რის) კე­თილ­მოწყ­ო­ბა; მიმ­დე­ბა­რე სკვე­რის შე­მო­რაგ­ვა და საყ­რდე­ნი კედ­ლის მოწყ­ო­ბა; მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის მოწყ­ო­ბა; ა.­წე­რეთ­ლის ქუ­ჩის კე­თილ­მოწყ­ო­ბა (ე­როვ­ნუ­ლი ბან­კის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის ჩათ­ვლით).

წე­რეთ­ლის ქუ­ჩის #39, #40, #41, #42, #43 სახ­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე 25 სახ­ლის ში­და-­სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამა­ვე ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბულ ~ო­ლიმ­პი­ურ სკვერ­ში~ ~ბუნ­გა­ლოს~ მოწყ­ო­ბა და #19 სახ­ლის ფა­სა­დის შე­ფუთ­ვა აბეტ­ლა­მი­ნა­ტით შპს ~ი­მერ­მშენ­მა~ უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ასე­ვე, ორი თვის ვა­და­ში.

`წელს ვა­დებ­ში არ ვი­ყა­ვით შეზღ­უ­დუ­ლე­ბი და ამის გა­მო, ყვე­ლა ძი­რი­თად სა­მუ­შა­ო­ზე ვაცხ­ა­დებთ ტენ­დე­რებს. ტენ­დე­რე­ბი, ასე­ვე, გა­მოცხ­ად­დე­ბა აპ­რი­ლის ბო­ლო­სა და მა­ი­სის და­საწყ­ის­ში,~ _ ამ­ბობს ქუ­თა­ი­სის მე­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ზა­ზა ნუ­ცუ­ბი­ძე.

თუმ­ცა, სხვა თე­მა­ა, რამ­დე­ნად აქვს აზ­რი ისე­თი ტენ­დე­რე­ბის გა­მარ­თვას, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, მაგ­რამ ეს ხომ სა­უ­კე­თე­სო ინ­სტრუ­მენ­ტია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­თვის სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის ფა­სა­დის შე­საქ­მნე­ლად.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში უჩივიან

“გურია NEWS“, ჟანა მეგრელიშვილი,  2014 წელი.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატმა, შპს “ამბაზი 3”-ის საჩივარი განიხილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერთან (SPAPA140004613) დაკავშირებით.

“შემსყიდველი ორგანოს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ,2014 წლის 2 თებერვალს,  ჩატარდა ერთეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომელიც 20 თებერვალს დამთავრდა. ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი”, რომლის დამფუძნებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო”, _ აღნიშნულია საჩივარში.

შპს “ამბაზი 3”-ის დირექტორი თინა თენიეშვილი მიიჩნევს, რომ ტენდერი დარღვევით ჩატარდა და საჩივარიც ამიტომ შეიტანეს სააგენტოსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

_ ტენდერი ეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯავახოჩოხატაური, ოზურგეთიქობულეთის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზისა და ლიხაურის თემის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის დამაკავშირებელი 1,5 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას. ჩვენი კონკურენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ()იპ  _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ იყო. ცენტრი 100%-ით ფინანსდება  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და დაფუძნებულია საკრებულოს მიერ; ამიტომ, მიმაჩნია, რომ ვიმყოფებოდი არაკონკურენტულ გარემოში. ჩვენ ერთ რაუნდ მივირეთ მონაწილეობა და ფასი 2 499 ლარი მივუთითეთ, მაგრამ ამ ცენტრმა დააგდო ფასი 1 800 ლარმდე. აღარ გავაგრძელეთ, რადგან ამ ფასად შეუძლებელი იყო სამუშაოს შესრულება. ტენდერ გაიმარჯვა ცენტრმა, რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, რომელსაც არანაირი ხარჯები არ აქვს ამიტომ გავასაჩივრეთ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

_ რა არის თქვენი მოთხოვნა?

_ ჩვენი აზრით, დარღვეულია, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის მე-8 მუხლის “1”, “2” და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის #9 ბრძანების მე-17- მუხლის “1” და “2” პუნქტების მოთხოვნები _ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. შემსყიდველი ორგანიზაცია და პრეტენდენტი იმყოფებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულებაში.

ჩვენ ვითხოვთ, გაუქმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება. ალბათ, 10 დღის შემდეგ მექნება პასუხი, _ ამბობს თენიეშვილი.

სატენდერო დოკუმენტაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ითხოვდა, რომ ტენდერის მონაწილეებს სამი წლის გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. არადა, ცენტრი უფრო გვიან დაფუძნდა და ეს პირობა დაირღვა.

ტენდერის მიმდინარეობისას, დაფიქსირდა კიდევ ერთი უზუსტობა: შესყიდვების სამსახურის უფროსმა ამირან გირკელიძემ 21.02. 14 და 19 საათსა და 13 წუთზე გამოავლინა გამარჯვებული, თუმცა, გამარჯვებულის ფასი არ იყო დაზუსტებული; მოგვიანებით,  24. 02. 14. 18 საათსა და 53 წუთზე, აღნიშნული ცენტრის დირექტორის _  გიორგი სკამკოჩაიშვილის მიერ, სატენდერო საიტზე დაზუსტებული ფასები აიტვირთა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროს ამირან გირკელიძე:

_ ვიცი, საჩივარია შესული ჩვენზე. გუშინ, 25 თებერვალს, განხილვა იყო და თვითონ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. 10 სამუშაო დღის განმავლობაში გვეცნობება გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისტემაში აიტვირთება და ყველასთვის გახდება ცნობილი. ამ საქმეს კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ, ორი სიტყვით გეტყვი:. ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, პროცედურა ჩატარებული გვაქვს კანონის დაცვით. მომჩივანს ან მის იურისტს კანონი არასწორად აქვსწაკითხული.

_ ბატონო ამირან, .()..კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი ბიუჯეტიდან ფინანსდება;რამდენად მიზაშეწონილი იყო აღნიშნულ ცენტრს მიეღო მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშ ან თუ მაინც ამ ცენტრს უნდა გაემარჯვა, მაშინ რა საჭირო იყო ტენდერის გამოცხადება?

_ აღნიშნულ ცენტრთან ხელშეკრულების გაფორმებით ან პროცედურაში მონაწილეობის მიღებით კანონი არ ირღვევა, ეს არ არის ინტერესთა კონფლიქტი, როგორც მომჩივანი მხარე აცხადებს. უფრო დაბალი ფასი დადო ()იპ კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრმა და გაიმარჯვა.

ჩვენ ტენდერს იმიტომ კი არ ვაცხადებთ, რომ ამ აიპ გაემარჯვა, არამედ იმისთვის, რომ უკეთესი წინადადების მქონე პრეცენდენტმა გაიმარჯვოს. რაც შეეხება სამწლიან გამოცდილებას; ეს ცვლილება კანონში 2011 თუ 2012 წელ შევიდა, მანამდე არ იყო კანონში და ამიტომაც არ შეეძლო მიეღო მონაწილეობა.

ჩავედი ამ ხნის კაცი და მეორე _ მომჩივანი მხარე არ გამოცხადდა. ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალიტეტთან არსებულმა 7-წევრიანმა სატენდერო კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც ავთანდილ სურგულაძე. ასე რომ ეს კოლექტიური გადაწყვეტილებაა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე მიიჩნევს, რომ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობის საფუძველზე, დავაში გამარჯვებულად ცნობა სამართლიანია.

_ გუშინ სასამართლო პროცესი ჩატარდა, მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და ჩვენ გამარჯვებული გამოვედით; კანონმდებლობით დაშვებულია, რომ ჩვენმა ()იპ-იმ მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. ადრე არ იყო _ ეს ცვლილება ახლა შევიდა კანონში.

_ ბატონო ავთანდილ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს თუ სატენდერო პირობების ზუსტი დაცვა არ მოეთხოვება, მაშინ რა აზრი აქვს ტენდერის გამოცხადება?

_ ჩვენ, ჩვენს ()იპ ვავალებთ სოფლის პროექტების შესრულებას, თუმცა მას დამატებით შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

უქციონი ქართულად

“გურია NEWS“, თამარ ლეფსვერიძე,  2013 წელი.

ერთ ფავორიტ კომპანიაზე მორგებული აუქციონები, სახელმწიფო ქონების გასხვისება პირდაპირი მიყიდვის წესით  ასევე რჩეული კომპანიებისთვის, ერთ ლარად გასხვისებული ქონება მეგობარ ჩინოვნიკებზე და ტენდერების “ჩაწყობა” ქართულად _ ეს ის ბრალდებებია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით მუდმივად ისმოდა და ისმის დღესაც. ბრალდებები სულაც არ იყო უსაფუძვლო _ მსგავსი ტიპის გარიგებებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

რა ხდება დღეს და როგორ ტარდება აუქციონები? რა პირობებს აწესებს სახელმწიფო და რატომ არ სურთ საკმაოდ ძლიერ კომპანიებს მსგავსი ტიპის აუქციონებში მონაწილეობის მიღება?

აუქციონის შესახებ, რომელზეც ამ სტატიაში მოგითხრობთ, “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა მეწარმემ აცნობა, რომელმაც გვთხოვა, საქმეში ძირეულად ჩაგვეხედა.  ჩვენც ამ აუქციონის კვალს მივყევით.

აუქციონი სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის მოპოვებაზე, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, 2013 წლის 11 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყო ამავე დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბის ტერიტორიაზე ლიცენზიის მოპოვება სააუქციონო პირობების თანახმად, მხოლოდ ერთი დაინტერესებული კომპანიის ინტერესებში უნდა შესულიყო; სხვა დანარჩენისთვის აღნიშნული აუქციონი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

ამის წინაპირობას კი სააუქციონო პირობების მიხედვით დაწესებული ვალდებულებები ქმნიდა.

აუქციონის საწყისი ფასი 903 892 ლარი იყო.  ბოლო მონაცემებით კი, მიმდინარე ფასი  3-ჯერ გაიზარდა და საბოლოო გაყიდვის ფასმა 2 802 065.20 ლარი შეადგინა. დაფიქსირებულია 21 ბიჯი და ორი მონაწილე კომპანია. გამარჯვებულია ის კომპანია, რომელმაც პირველად დააფიქსირა ბიჯი და ბოლო ბიჯის დაფიქსირება, სააუქციონო დროის გაზრდამდე ზუსტად 4 წამით ადრე მოასწრო.

სააუქციონე პირობების თანახმად, მეტად საინტერესო დეტალები იკვეთება. მაგალითად, “ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით.

ვინ არის მესაკუთრე?

ვისთან უნდა შეეთანხმებინა ყველა მისი ქმედება აუქციონში მონაწილე სხვა კომპანიას, თუკი ის ამ ლიცენზიით დაინტერესდებოდა? ამ კითხვით გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.

ჭაბურღილი და ტექნიკური მოწყობილობები არის სააქციო საზოგადოებაბორჯომმინწყლებისსაკუთრება (საკუთრების შესახებ ინფორმაცია _ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან თან ერთვის). გაცემულია მესაკუთრის თანხმობა აუქციონის ჩატარების თაობაზე (ასლი თან ერთვის). ასევე გაცნობებთ, რომ  არსებობს სააუქციონო პირობა, რომელიც ითვალისწინებს ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე ლიცენზიანტის ვალდებულებას სალიცენზიო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით.

ყველაზე საინტერესო დეტალი სააუქციონე პირობებში სწორედ ეს იყო _ საქმიანობის განხორციელება მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმებით!

რატომ უნდა დაინტერესდეს სხვა კომპანია “მიტარბის” საბადოს მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიით, თუკი ჭაბურილი და ტექნიკური მოწყობილობები არის სააქციო საზოგადოება “ბორჯომმინწყლების” საკუთრება?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს:მე ვფიქრობ, სატენდერო პირობებში არის გარკვეული უზუსტობები, რაც აუცილებელია გასწორდეს, რადგან ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის უნდა იყოს თანაბარი პირობები. ძალიან უცნაურია შემთხვევა და დაშვება, როდესაც ერთი კომპანია იმარჯვებს და მეორეს აქვს პირობების კარნახის უფლება, თანაც კონკურენტს, დიდი შანსია ხელი შეეშალოს საქმიანობაში. ეს არის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები. ან მეორე შემთხვევაა, როცა სატენდერო პირობები ისეა შედგენილი, რომ მორგებულია იმ კომპანიის ინტერესებს, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს.”

მესაკუთრის მიერ აუქციონის ჩატარების თაობაზე თანხმობა გაცემულია, მაგრამ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სხვა კომპანია და “ბორჯომმინწყლები” ერთმანეთში ვერ მოილაპარაკებენ? გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ კითხვითაც მივმართეთ.

გაცნობებთ, რომ ორ კერძო სამართლის სუბიექტს შორის მოლაპარაკების პროცესში ჩარევა სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს (ლიცენზიის გამცემი) კომპეტენციას და შედეგების მიუღწევლობის შემთხვევაში (ანუ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის დავის არსებობისას), საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, _ ასეთი იყო მათგან მიღებული პასუხი.

შეუძლია თუ არა  სხვა კომპანიას გააკეთოს დამატებითი ჭაბურღილი?

“ახალი ჭაბურღილის გაკეთების შესაძლებლობის ან აკრძალვის თაობაზე შესაბამის ნორმატიულ აქტებში ჩანაწერი არ არის. მიმდინარე აუქციონი გამოცხადდა არსებული ჭაბურღილების საშუალებით მინერალური წყლის მოპოვების თაობაზე. ლიცენზია გაიცემა არსებულ ჭაბურღილებზე, სადაც უკვე  დამტკიცებულია მინერალური წყლის მარაგები.”

ეს პასუხი გარემოს დაცვის სააგენტოსგან ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ, როდესაც აუქციონი ჩატარებული არ იყო.

გამარჯვებული კომპანია

აუქციონში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც პირველად დააფიქსირა ბიჯი და ბოლო ბიჯის დაფიქსირება, სააუქციონე დროის გაზრდამდე ზუსტად 4 წამით ადრე მოასწრო.

“გურია ნიუსის” მიერ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადამოწმებული ინფორმაციით, აუქციონში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთი შპს “წაღვერი” გახლდათ, მეორე კი _  “აიდიეს ბორჯომი საქართველო”, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის” საქართველოს ფილიალი. გამარჯვებული, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ ეს კომპანია გახლდათ.

როგორც სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით გავარკვიეთ,  შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”  ყოფილი შპს ” ჯორჯიან გლასს ენდ მინერალ ვოთერს კომპანია”, რომელიც თავის მხრივ, “ბორჯომმინწყლების” დომინანტი აქციონერი გახლდათ.

ასე რომ, სააუქციონე პირობებში ჩადებული საეჭვო დეტალები, რომლებიც იმას მიანიშნებდა, რომ ერთპიროვნული დომინანტი სწორედ “ბორჯომი” უნდა ყოფილიყო, გამართლდა…

ირაკლი ლექვინაძე:ვფიქრობ ეს არასამართლიანია. მიმაჩნია, რომ სატენდერო შედეგები უნდა გადაიხედოს ამ უზუსტობების გამო. მისი გასწორების შემდეგ მოხდეს ახალი ტენდერი ჩატარება უფრო სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

კითხვა, რომლითაც გარემოს დაცვის სააგენტოს მივმართეთ და უპასუხოდ დარჩა, ასეთი იყო:

“სააუქციონე პირობებიდან გამომდინარე და თქვენ მიერ მოწოდებული პასუხების მიხედვით, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აუქციონი მორგებულია კომპანია “ბორჯომმინწყლებს” და ნებისმიერი კომპანია, რომელიც აღნიშნულ აუქციონში მიიღებს მონაწილეობას, დამოკიდებული იქნება “ბორჯომმინწყლების” კეთილ ნებაზე თუნდაც იმ მიმართულებით, რომ საქმიანობა უნდა განახორციელოს მასთან შეთანხმებით. გთხოვთ, გვიპასუხოთ, რამდენად საფუძვლიანია ჩვენი ვარაუდი?”

ამ კითხვაზე პასუხი  არ მიგვიღია. ამავე კითხვით მივმართეთ კომპანია აიდიესბორჯომმინწყლებისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, ნანიკო ჩინჩალაძეს, რომელმაც გაგვიცხადა, რომ გენერალური დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა და ამ საკითხზე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებდა.

“აიდიესბორჯომმინწყლებისგან” პასუხი ვერც იმაზე მივიღეთ, მონაწილეობდა თუ არა აღნიშნულ აუქციონში  “ბორჯომმინწყლები” ან, რომელიმე მისი შვილობილი კომპანია. კომპანიამ განმარტება აუქციონის დასრულების შემდეგაც კი არ გააკეთა.

რადგან აიდიესბორჯომმინწყლებისგენერალური დირექტორის ჩამოსვლის კონკრეტული თარიღიც არ დაგვისახელეს, ამ სტატიაში მის კომენტარს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ,  მათი პოზიციაც დავაფიქსიროთ.

[1] – 2010 წლის 25 ოქტობერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ პირველი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

2-  შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება  დადგენილია – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებით „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“

 

[3] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ”

 

[4] http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=12

[5] სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები.