All posts by Natia Kuprashvili

რატომ გვჭირდება და რა არის თვითმმართველობა?

დავით ლოსაბერიძე, ზვიად ქორიძე

კაცობრიობის განვითარება წარმოადგენს ადამიანთა დიდი თუ მცირე ჯგუფების მცდელობას, შექმნას ისეთი სოციალური თუ პოლიტიკური სტრუქტურები, რომლებიც, მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ადამიანებს ისეთი საზოგადოებრივი სიკეთეებით, რომელთა მიღწევა ცალკე ინდივიდს ან მცირე ჯგუფს არ შეუძლია. Continue reading რატომ გვჭირდება და რა არის თვითმმართველობა?

თვითმმართველობის უფლებამოსილება დაკვირვების ქვეშ

დავით ლოსაბერიძე, ზვიად ქორიძე

თვითმმართვლობის უმთავრეს მიზანს უფლებამოსილებების განხორციელება წარმოადგენს.

 

უფლებამოსილებათა განსაზღვრისათვის უმთავრესია გააზრებულ იქნეს, სად და რა ზომებში ხორციელდება თვითმმართველობა – როგორია ქვეყნის მოწყობა, მისი ტრადიცია და მოთხოვნები ადგილობრივი დონეზე. Continue reading თვითმმართველობის უფლებამოსილება დაკვირვების ქვეშ

გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაშუქება

კობა კუპრაშვილი, ნათია კუპრაშვილი

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ ბრძანებაზე მითითებით, 2012 წლის 13 მარტს ,,,გურიანიუსის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას შეუზღუდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლა. შედეგად, მან ვერ მოახერხა, კანცელარიაში დაეტოვებინა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. იმავე  წლის 16 მარტს მისი კოლეგის მიმართ იგივე განმეორდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. იმავე კვირაში ,,გურიანიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,#55 ბრძანება – ხალხის მოსაშორებლად“[1], მედაორგანიზაციამ მოგვიანებით გაარკვია, რომ ჟურნლისტებისთვის საკრებულოებში პრობლემების შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს თავმჯდომარეს ბრძანება მუნიციპალიტეტის შენობაში მოქალაქეთა მიღება-გადაადგილების შესახებ კანონშეუსაბამოდ ჰქონდა მიღებული[2]. Continue reading გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაშუქება

ადგილობრივი ბიუჯეტი ადგილობრივი მოსაკრებლების სისტემა

ია მამალაძე, ოთარ კიკვაძე

 

ჩვენი ერთი ამერიკელი კოლეგა, ბიუჯეტს ხელისუფლების მიზნების კრებულად აღიქვამს, რომელზეც “შებმულია თითოეული მიზნის ფასის აღმნიშვნელი იარლიყი“.

იმისთვის, რომ სრულყოფილად გავაშუქოთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა, ადგილობრივი ამბები, აუცილებელია კარგად ვიცოდეთ როგორ შოულობს და რაში ხარჯავს ფულს ადგილობრივი ხელისუფლება.
Continue reading ადგილობრივი ბიუჯეტი ადგილობრივი მოსაკრებლების სისტემა

შესყიდევბის მონიტორინგი

მიხეილ ძაგანია, ია მამალაძე

სახელმწიფო შესყიდვები შინაარსობრივად  სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საქონლისა და მომსახურების შეძენას წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ძირითადი პრინციპებია შესყიდვების საჯაროობა, გამჭვირვალობა საჯარო ფინანსების რაციონალური და მიზანშეწონილი ხარჯვა.  სახელმწიფო შესყიდვების სისტემა დეცენტრალიზებულია და შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილია შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვის განხოციელების მართლზომიერებაზე. Continue reading შესყიდევბის მონიტორინგი

ადგილობრივი ქონების მართვა

ნუგზარ სუარიძე, მიხეილ ძაგანია

თვითმმართველი ერთეულის ქონება თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური საფუძველია და უზუნველყოს თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. თვითმმართველობებისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის პროცესი 2005 წელს დაიწყო, რომელიც რიგ მუნიციპალიტეტებში დღემდე გრძელდება. პარალელურად აქტუალური ხდება მუნიციპალური ქონების პრივატიზების თემა. აქედან გამომდინარე წინამდებარე თავში მოცემულია როგორც მუნიციპალური ქონების ფორმირების, ასევე მისი პრივატიზაციის პროცესში არსებული საკანონმდებლო-პროცედურული ხასიათის საკითხები. Continue reading ადგილობრივი ქონების მართვა

იურიდიული პირების გაშუქება

მარიამ გერსამია, მიხეილ ძაგანია

ამა თუ იმ რაიონში მიმდინარე აქტუალური მოვლენების გაშუქებისას, ჟურნალისტები მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ სხვადასხვა უწყებებს უკავშირდებიან, რომელთა ფუნქციებში შედის ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა  მაგალითად:  დასუფთავება, გამწვანება, კეთილმოწყობა, ტრანსპორტი, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა და სხვ. Continue reading იურიდიული პირების გაშუქება

სერვისების მიწოდებისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაშუქება

ოთარ კიკვაძე, ნინო ჭალაგანიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მოსახლეობისათვის სხვადასხვა სერვისის მიწოდება და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაა. შესაბამისად, რეგიონული მედიისათვის პრიორიტეტი სწორედ ინფრასტრუქტურული პროგრამებისა და იმ გადაწყვეტილებების გაშუქებაა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა მოგვარდეს.

Continue reading სერვისების მიწოდებისა და ინფრასტრუქტურული პროგრამების გაშუქება

ჯანდაცვის და სოციალური საკითხები თვითმმართველობაში

მარიამ გერსამია, თემურ თორდინავა

ჟურნალისტი ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების გაშუქებას კომპლექსურად უნდა მიუდგეს, რადგან თავად სოციალურიპოლიტიკაშესაძლებელიაგანისაზღვროს, როგორცსახელმწიფოს, საწარმოების, ორგანიზაციების, ხელისუფლებისადგილობრივიორგანოებისსოციალურ-ეკონომიკურღონისძიებათაკომპლექსი. Continue reading ჯანდაცვის და სოციალური საკითხები თვითმმართველობაში

მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში

ნუგზარ სუარიძე, თემურ თორდინავა

დემოკრატია, როგორც მისი თეორიული მნიშვნელობით, ისევე პრაქტიკული თვალსაზრისით გულისხმობს მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას მართვის პროცესში. მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს თვითმმართველობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის ერთერთი აუცილებელი კომპონენტი და მისი შეფასების მთავარი ინდიკატორია. Continue reading მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში