Category Archives: გადაწყვეტილებები

გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაშუქება

კობა კუპრაშვილი, ნათია კუპრაშვილი

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ ბრძანებაზე მითითებით, 2012 წლის 13 მარტს ,,,გურიანიუსის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას შეუზღუდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლა. შედეგად, მან ვერ მოახერხა, კანცელარიაში დაეტოვებინა განცხადება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე. იმავე  წლის 16 მარტს მისი კოლეგის მიმართ იგივე განმეორდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. იმავე კვირაში ,,გურიანიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,#55 ბრძანება – ხალხის მოსაშორებლად“[1], მედაორგანიზაციამ მოგვიანებით გაარკვია, რომ ჟურნლისტებისთვის საკრებულოებში პრობლემების შექმნამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს თავმჯდომარეს ბრძანება მუნიციპალიტეტის შენობაში მოქალაქეთა მიღება-გადაადგილების შესახებ კანონშეუსაბამოდ ჰქონდა მიღებული[2]. Continue reading გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაშუქება