საგანგებო სიტუაციები და ადგილობრივი მთავრობა

კობა კუპრაშვილი, ნუგზარ სუარიძე

ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი, სეტყვა, ქარიშხალი – სტიქიისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს მედიას პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები – მერები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ახსენდებათ. ისინი ასეთი შემთხვევების გაშუქებისას უმეტესად ხდებიან ინფორმაციის პირველადი წყაროები – მსხვერპლის, ზარალის, განოხრციელებული თუ განსახორციელებელი ღონისძიბების შესახებ. Continue reading საგანგებო სიტუაციები და ადგილობრივი მთავრობა

ინტერმუნიციპალური ურთიერთობები

თემურ თორდინავა, ნათია კუპრაშვილი

თუ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები თქვენთან ინტერვიუში დასუფთავების, მიუსაფარი ცხოველების მოვლის, განათლების ხელმისაწვდომიბის უზრუნველყოფის (ან სხვა მსგავსი საკითხის) ჯეროვნად ვერგანხორციელების მიზეზად ბიუჯეტში არასაკმარის თანხებს, მუნიციპალიტეტის მცირე ტერიტორიულ მასშტაბს ან რაიმე მსგავს მიზეზს ასახელბენ, დროა დასვათ კითხვა – უფიქრიათ თუ არა მათ პრობლემის მოსაგვარებლად მეზობელ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობაზე? Continue reading ინტერმუნიციპალური ურთიერთობები

საერთაშორისო კანონმდებლობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და თვითმმართველობა

ოთარ კიკვაძე, მარიამ გერსამია

ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაშუქებისას, მნიშვნელოვანია ჟურნალისტები ფლობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნას. აღნიშნული კანონმდებლობის უკეთ გაცნობა ჟურნალისტს დაეხმარება უკეთ მოემზადოს ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან, დამკვირვებლებთან, კანონმდებლებთან, საჯარო მოხელეებთან, იურისტებთან ინტერვიუსთვის, გაამდიდროს  მასალის ბექგრაუნდი და წარმოაჩინოს კონტექსტი.   Continue reading საერთაშორისო კანონმდებლობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და თვითმმართველობა

სკოლამდელი განათლების საკითხების გაშუქება

აღნიშნული თემების გაშუქება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ასე, მაგალითად: სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა, როგორც წესი, ჟურნალისტებთან კონტაქტს უფრთხის. აქვე, ხშირად იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჟურნალისტების არასაკმარისი ინფორმირებულობა. შედეგად კი ბავშვებთან დაკავშირებული მასალების სრული უმეტესობა, დაახლოებით, ერთგვაროვანი ხარვეზებით ხასიათდება. Continue reading სკოლამდელი განათლების საკითხების გაშუქება